ყველაფერი ახალგაზრდობის ინოვაციური განათლებისთვის – ბათუმში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტექნოპარკში მოწყობილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ახალი ტექნოპარკი გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

კომპიუტერთან მუშაობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალგაზრდობისთვის ინოვაციური იდეების კონკურსი გამოცხადდა

ტექნოპარკში მოწყობილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.

„მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი ტექნოპარკების გახსნა ძალზე მნიშვნელოვანია, ეს არის ცოდნის ახალი კერა და ინოვაციური განათლების მიღების ადგილი ახალგაზრდებისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპერებისა და ე.წ „ფრილანსერებისთვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა იმ პირობით, რაც ხელს შეუწყობს სტარტაპის განვითარებას.

ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც მოემსახურება, ვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განხრით ახალი ცოდნის შეძენა სურს და უნდა, რომ ამ სფეროში უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ტექნოპარკის გახსნის ცერემონიაში, ნათია თურნავას გარდა, მონაწილეობდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. 

მესტია - Sputnik საქართველო
ახალგაზრდობის სააგენტომ დაიწყო პროექტი „ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“

„ზოგადად ჩვენი ხელისუფლება, სამთავრობო გუნდი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დიდ რესურსს ხარჯავს განათლებაში. ცალკე სფერო, რომელსაც განსაკუთრებით ვეხმარებით, არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, IT–განვითარება, კომპიუტერული პროგრამირება, სტარტაპები“, – განაცხადა თურნავა.

მინისტრმა გაიხსენა მთავრობის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების შესახებ, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ბიზნესის სულ უფრო მეტი წარმომადგენლის მოზიდვაა.

ასე რომ, საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მიღება შეუძლიათ IT–კომპანიებსაც. თურნავას თქმით, საქართველოში უკვე გადმოდიან მსხვილი IT–კომპანიები, რომლებიც ქვეყნის ნიჭიერ და კრეატიულ მოქალაქეებს დაასაქმებენ.

ყველა ახალი ამბავი
0