მესტიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლის საფრთხე გაჩნდა?

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია სვანეთში
საპროტესტო აქცია სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიაში საპროტესტო აქციას მართავენ ერთი თვის წინ მარნეულში დაკავებული ოთხი პირის გათავისუფლების მოთხოვნით.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნების” წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ დილიდან მესტიაში, სადაც ზუგდიდი–მესტიის ცენტრალური გზა 100-მდე ადამიანმა გადაკეტა, იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

საპროტესტო აქცის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები სასამართლომ არ გაათავისუფლა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ოლქებში არჩევნები არ ჩატარდეს.

თემურ შუბითიძესთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს შორისაა მსოფლიო ჩემპიონი კრივში ლაშა გურგულიანი.

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია სვანეთში
მესტიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლის საფრთხე გაჩნდა? - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია სვანეთში

„ქართული ოცნების” წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ოთხი პირი 7 ოქტომბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, სამი მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა–მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული თემურ შუბითიძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0