09:01 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2376)
299 0 0

ნატალია ვოდიანოვა ცნობილ მოდელიერ ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.

რუსმა მო­დე­ლმა ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საქართველოში მოგზაურობის დროინდელი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ძალიან ენატრება ეს პერიოდი.

ცნობილი რუსი სუპერმოდელი, მსახიობი და ფილანტროპი ნატალია ვოდიანოვა ცნობილ მოდელიერ ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა. მათ დაათვალიერეს ქვეყნის წმინდა ადგილები და კულტურული ღირსშესანიშნაობები.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ელეგანტურ შავ კაბებში გამოწყობილები ისინი სვეტიცხოველს ეწვივნენ. მანამდე ცნობილი ქართველი მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის კაფეს ესტუმრნენ. ვოდიანოვამ და სერგეენკომ ასევე მოინახულეს გერგეტის სამება.

 

ნატალია ვოდიანოვა ნიჟნი ნოვგოროდიდანაა. სამოდელო კარიერა 16 წლისამ დაიწყო. ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი 300 ადამიანის სიაში მოხვდა.

2004 წელს დააარსა ფონდი „შიშველი გულები" (The Naked Heart Foundation), რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში საბავშვო მოედნების მშენებლობას ითვალისწინებს. 2011 წლიდან ფონდი ახორციელებს პროგრამას „თითოეული ბავშვი ოჯახის ღირსია", რომელიც მიმართულია განსაკუთრებული განვითარების მქონე ბავშვებზე უარის თქმის რუსეთში არსებული ტრადიციის წინააღმდეგ.

ულიანა სერგეენკო რუსი მოდელიერია. წარმოშობით ყაზახეთიდანაა. 2011 წელს სერგეენკომ თავისი ბრენდი Ulyana Sergeenko შექმნა. 2015 წელს პარიზის მაღალი მოდის სინდიკატის სამეთვალყურეო საბჭომ ის მაღალი მოდის კვირეულის ოფიციალურ მონაწილედ შეარჩია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2376)

მთავარი თემები