სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების შემდეგ აღნიშნულ სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. მოსწავლეები საკლასო ოთახებს 4 ნოემბერს დაუბრუნდებიან.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 1,4 ათასზე მეტი საჯარო სკოლა, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე. 

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
Survation-ის გამოკითხვა: მოქალაქეების 71% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჩხენკელის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებები ამ რეჟიმით დროებით, ერთი კვირის მანძილზე გააგრძელებენ საქმიანობას.

„ასეთი სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, აჭარის გარდა, სულ 1419-ია. დღეიდან ისინი უკვე მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებიან, რამდენადაც ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, 2 და 3 ნოემბერს აღნიშნულ სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. მოსწავლეები საკლასო ოთახებს 4 ნოემბერს დაუბრუნდებიან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.

ყველა ახალი ამბავი
0