09:17 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
28 0 0

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქციაზე იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გუშინ გამართული აქციის დროს დაკავებული „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება „პირველი არხი“. 

ცესკოსთან დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა და კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 18:00 საათიდან ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები