COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში დაფიქსირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1824-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 32127-ს მიაღწია.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 238-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა თბილისში, აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში.

კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსით გარდაცვლილი 23 პაციენტიდან ცხრა თბილისში, რვა აჭარაში, ორი იმერეთში, ორი შიდა ქართლში, ორი კი მცხეთა-მთიანეთში გადიოდა მკურნალობის კურსს.

თბილისის შემდეგ ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში დაფიქსირდა. გარდაიცვალა რვა პაციენტი, მათ შორის ორი ქალია, ექვსი კი – მამაკაცი.

გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, თითო–თითო შემთხვევა კი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საერთაშორისო ჰოსპიტალსა და კლინიკა „მედცენტრში“.

საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა>>

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს COVID-19-ის დიაგნოზის პარალელურად მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. გარდაცვლილთა ასაკი აჭარაში 65-დან 82 წლამდე მერყეობს.

თერჯოლის საავადმყოფოში გარდაცვლილილი პაციენტები 75 და 83 წლის პირები იყვნენ.

კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

75 წლის ქალი „თერჯოლამედში" წალენჯიხიდან გადაიყვანეს, ის შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 83 წლის ქალი კლინიკაში ბათუმიდან ორი კვირის წინ გადაიყვანეს, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შიდა ქართლში, „გორმედის“ კოვიდ-კლინიკებში მოთავსებული ინფიცირებულებიდან ორი პაციენტი გარდაიცვალა, ერთი 66 წლის, მეორე კი - 72 წლის. გარდაცვლილებს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ.

ამ დროისთვის სხვა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1824-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 32127-ს მიაღწია.

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ - ექიმის რჩევები, როგორ იმკურნალოთ სახლში>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238, კარანტინის რეჟიმშია 3757, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3847 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2238 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0