08:46 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2362)
2084110

ქართულ ტელესივრცეში რუსკა მაყაშვილი გამორჩეულ ადგილს იკავებს. მისი სამსახიობო ნიჭი და ქარიზმატულობა უამრავ ადამიანს ხიბლავს. მსახიობი იუბილარია.

მსახიობი, ტელეწამყვანი, სხვადასხვა ტელეპროექტის ჟიურის წევრი ადამიანების გამხიარულებით აქტიურად არის დაკავებული. მსახიობი თოქ-შოუების საკმაოდ რეიტინგული სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გარეგნობა აკომპლექსებდა და პლასტიკური ოპერაციების გაკეთებაც უნდოდა, საზოგადოებამ ის სწორედ ბუნებრიობის გამო შეიყვარა. რუსკა მაყაშვილი საკუთარ მინუსებზე მუდამ ხმამაღლა საუბრობს.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Russana (@russana18) on

წლების წინ შოკისმომგვრელი ისტორია გაასაჯაროვა. რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. მალე ორი გოგონა გაუჩნდათ და პრობლემებიც დაიწყო. წყვილმა ერთად სულ ხუთი წელი იცხოვრა. ურთიერთობა მაშინ აირია, როდესაც გოგონების მამამ ხატვა დაიწყო და ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები მოჰყვა.

წლების წინ დებმა გვარი შეიცვალეს. ისინი რუსკა და ნინუცა ცხვედიანები არიან, მაგრამ დედის გვარზე გადავიდნენ. როგორც თავად ამბობენ, ამ გადაწყვეტილებას არ ნანობენ. მოგვიანებით მამასთან მეტ-ნაკლებად დაახლოვდნენ და ურთიერთობა გამოუსწორდათ, მაგრამ გვარი მაინც არ შეიცვალეს.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გააცნო მეუღლე. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. წყვილი მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია 3 წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. სანდრომ რუსკას 34-ე დაბადების დღე სოციალურ ქსელში რომანტიკული ფოტოთი მიულოცა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2362)

მთავარი თემები