18:56 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
116 0 0

ბადრი ესებუას დედის თქმით, მამაკაცი სახლიდან 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გავიდა და თბილისში ექიმთან გაემგზავრა. თავდასხმის შემდეგ ესებუა სახლში აღარ გამოჩენილა.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი მომხდარ ფაქტში უდანაშაულოა, იუწყება „პირველი არხი“. 

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

გუშინ, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუას და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღეს თუ არა.

„არ ვიცი ჩემი შვილი სად არის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. პოლიციამ გუშინ ჩვენს სახლში ჩხრეკაც ჩაატარა და ვერაფერი იპოვა. ჩემი შვილი დღეს ან ხვალ გამოჩნდება და იტყვის სიმართლეს“, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

ესებუას სჯერა, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე მალე გაირკვევა.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

ეჭვმიტანილის დედის თქმით, ესებუა სახლიდან 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გავიდა და თბილისში ექიმთან გაემგზავრა. თავდასხმის შემდეგ ბადრი ესებუა სახლში აღარ გამოჩენილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)

მთავარი თემები