დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

© photo : Mikheil Kavelashvili / FBკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238, კარანტინის რეჟიმშია 3757, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3847 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2238 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისს უკავშირდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა ასეთია: თბილისში 712 შემთხვევაა, აჭარა – 545, იმერეთი – 305, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 56, გურია – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში 23 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – ცხრა ადამიანი, აჭარაში – რვა, იმერეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ორ–ორი პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 238 შემთხვევა“, – აღნიშნა სიჭინავამ. 

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი: 28 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 19 231 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 3 847 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 1 958, აჭარაში – 654.

482 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 105 პაციენტი – თბილისში 61, აჭარაში 23.  

კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 238 ადამიანი: აჭარაში 1186, თბილისში კი 786. ბინაზე მკურნალობს 13 146 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, აქედან თბილისში – 3 224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4 195. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული 3 757 ადამიანი; თბილისში – 752, აჭარაში – 1926.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 32127-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238, კარანტინის რეჟიმშია 3757, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3847 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2238 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0