19:53 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (274)
135 0 0

მერიის ცნობით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქის მერია კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს.

მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ 18 წლიდან მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების ცნობას, ან ამავე პერიოდში სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების ცნობას.

დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში შეუძლიათ ონლაინ–რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე www.dasakmdi.ge.

საინფორმაციო უზრუნველყოფის გარდა, აღნიშნული ვებ-გვერდი შეასრულებს საკომუნიკაციო და საკოორდინაციო ფუნქციას კერძო სექტორს, მუნიციპალიტეტებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და დასაქმების მსურველ მოქალაქეებს შორის.

მოქალაქეები ვებ-გვერდზე მიიღებენ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, გაეცნობიან სპეციალობებს, რომლებზეც არის მოთხოვნა, და საშუალო ანაზღაურებას.

ამავე ვებ-გვერდზე კერძო სექტორი შეძლებს სხვადასხვა სპეციალობის კადრებზე მოთხოვნის დაფიქსირებას.

მუნიციპალიტეტს და პროფესიულ სასწავლებლებს ექნებათ მუდმავად განახლებადი ინფორმაცია კერძო სექტორის მხრიდან საჭირო სპეციალობებზე, ასევე პოტენციური პარტნიორი კომპანიების ბაზა, რაც ხელს შეუწყობს პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებების დაგეგმვას, ასევე კერძო სექტორის ჩართვას უშუალოდ გადამზადების პროცესში.   

სწავლა 15 ნოემბრიდან დაიწყება და ის სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე განხორციელდება. სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობა ორი თვეა.

პროგრამაში ჩართული არიან „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, კოლეჯი „იკაროსი“, კოლეჯი „მერმისი“ და კოლეჯი „სპექტრი“, სადაც ამზადებენ 30-ზე მეტი დარგის სპეციალისტებს, მათ შორის, სამშენებლო, საინჟინრო, დიზაინის, სურსათის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროში.

2021 წლიდან თბილისის მერია პროგრამის მასშტაბების გაზრდას გეგმავს.

თემები:
თბილისის მერია (274)

მთავარი თემები