06:24 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
15510

შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყება განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ბადრი ესებუას სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყება განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც შეიარაღებული ძალები ერთი წლის წინ დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული.

 

 

მთავარი თემები