06:18 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
172 0 0

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მეუფე სტეფანეს კოვიდ-ინფექცია ინტერვიუზე მისული ჟურნალისტისგან გადაედო.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-გვერდზე. 

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მეუფე სტეფანეს კოვიდ-ინფექცია ინტერვიუზე მისული ჟურნალისტისგან გადაედო.

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსით ინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირაში ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში მიტროპოლიტმა სტეფანემ ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. 

„მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ უვლინდება.

ამ დროისთვის საქართველოში სულ  კორონავირუსის 30303 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები