19:08 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
45 0 0

მმართველი პარტია საარჩევნო სუბიექტებს მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და სამართლიანი პოლიტიკური ბრძოლისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად პროვოკაციების რისკიც იზრდება.

სოციალური ქსელი და არჩევნები საქართველოში: რეკლამა, ფეიკები, კომრპომატი>>>

მისი განმარტებით, ოპოზიცია ყველა შესაძლო ხრიკს გამოიყენებს და სიცრუის ტირაჟირებაზე უარს არ იტყვის.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“ (deepfake). შეგახსენებთ, ამგავარი პროგრამების მეშვეობით ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები არჩევნების წინა დღეებში ან არჩევნების დღეს შეიძლება სოციალურ ქსელებში განთავსდეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიზანი არის მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მთლიანობაში განზრახვის შესახებ ცნობილია, თუმცა კონკრეტული დეტალები ცნობილი არაა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ამომრჩეველს თხოვნით მიმართა, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებითა თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითი დღე იზრდება.

„დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა. არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეების განმავლობაში შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემო“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს – ერთმანდატიან ოლქებში.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები