არჩევნები პანდემიის პირობებში: ხელისუფლება უსაფრთხოების გარანტიას იძლევა

გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა პანდემიის პირობებში პირველად აირჩევს დეპუტატებს – კენჭისყრამდე კვირაზე ნაკლები დარჩა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

საქართველოს მოსახლეობა პანდემიის პირობებში პირველად აირჩევს დეპუტატებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30303-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 11370 პაციენტი, გარდაიცვალა 215 ადამიანი.

„ჩვენ წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ეს, რა თქმა უნდა, ეხება როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოში საოარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს მონაწილეობას. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს – ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

ყველა ახალი ამბავი
0