19:09 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
40 0 0

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. იზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს – 900-მდე ადამიანმა ოფიციალურად მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათთვის გადასატანი საარჩევნო ურნის გამოყოფის თხოვნით, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

თუმცა, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოსული ზარების გარკვეული ნაწილი არ შეესაბამებოდა ამ კატეგორიის ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა შეყვანის კრიტერიუმებს.

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმ საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

აღნიშნულ ლოკაციებზე არჩევნებს ჩაატარებენ სპეციალური 12-კაციანი ჯგუფები. ამ სპეცჯგუფებში არ შევლენ 60 წელს გადაცილებულ პირები და ისინი, ვისთვისაც დიდი დროით ნიღბის ტარება რთულია ან მასზე უკუჩვენება აქვთ.

მიქელაძის თქმით, იმისათვის, რომ იზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ცესკოში ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. 25-მა ოპერატორმა შესაბამისი გადამზადება გაიარა და ისინი 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მოქალაქეთა ზარებს უპასუხებენ და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნებს. 

იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ცესკო იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს – იაქტიურონ და მიმართონ საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ურნა.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისათვის ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაა 30 303. პანდემიის დასაწყისიდან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 215 ადამიანი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები