Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატი დურგლიშვილის უსექსუალურესი ვიდეო – როგორ გამოიყურება იმიჯშეცვლილი ვარსკვლავი?

© photo: Rati Durglishvili / FBრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლოვანი მაჩოს მორიგი თვალშისაცემი გამოჩენა. რატი დურგლიშვილის გარდასახვა გულგრილს არ დაგტოვებთ. ნახეთ ახალი ვიდეო.

რატი დურგლიშვილი ქართულ შოუბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება. მას და მაკა ზამბახიძეს წყვილად აღიქვამდნენ მანამ, სანამ დუეტი „ჯორჯია“ და, შესაბამისად, საზოგადოების ილუზიები არ დაიშალა. მაკა ზამბახიძე მესამედ დაოჯახდა, რატი კი დღემდე მეორე ნახევარს ეძებს. წლების წინ სასურველმა სასიძომ სამსართულიანი სახლი საკუთარი ხელებით მოაწყო, მაგრამ დილა და ღამე მარტო უთენდება და უღამდება. მიუხედავად ამისა, რატი კარიერულ წინსვლას არ წყვეტს. მომღერალი ამერიკაში გამგზავრების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

View this post on Instagram

A post shared by Rati Durglishvili (@ratidurglishvili) on

უახლეს ვიდეოზე შემსრულებელი პიკანტურად გამოიყურება. მან მორიგი ფოტოსესია თბილისის ცენტრში მოაწყო, რომელზეც შეუდარებლად გამოიყურება. ფოტოსესიის პროცესში გადაღებული ვიდეო კი მის ოფიციალურ გვერდზე მოხვდა. მისი ფოტოების კომენტარებში ქალბატონები ერთხმად თანხმდებიან, რომ არტისტი ფანტასტიკურად გამოიყურება.

View this post on Instagram

A post shared by Rati Durglishvili (@ratidurglishvili) on

რატიმ პანდემიის პირობებში ფერმერობა დაიწყო. მან ამის ამსახველი სურათები საკუთარ გვერდზე განათავსა. ეს კეთილი საქმე ბევრმა თაყვანისმცემელმა მოიწონა. პოსტის კომენტარებში კი საკუთარ რეცეპტებსა და მიწაზე მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ. თვითიზოლაციის პირობებში რატი შეუდარებლად გამოიყურება. ამაში თავადაც დარწმუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ სოლო-კარიერა დროებით შეჩერებული აქვს, ის სახლის პირობებში განაგრძობს შემოქმედების განვითარებას. წლების წინ, როდესაც დუეტმა „ჯორჯიამ“ „ახალ ტალღაზე“ გაიმარჯვა, ბევრი რატისა და მაკა ზამბახიძის რომანზე ალაპარაკდა, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა. რატი დღემდე არ დაოჯახებულა.

View this post on Instagram

A post shared by Rati Durglishvili (@ratidurglishvili) on

გასულ წელს მომღერალმა ამერიკაში ორი კლიპი გადაიღო. მაშინაც ბევრი ალაპარაკდა მის სავარაუდო დაოჯახებაზე, რადგან კლიპში ულამაზესი ამერიკელი მოდელი მონაწილეობს და რატი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად ტვირთავდა.

ყველა ახალი ამბავი
0