დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

© AP Photo / PIERRE-PHILIPPE MARCOUლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისს უკავშირდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 337, აჭარა – 296, სამეგრელო ზემო-სვანეთი – 90, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 54, კახეთი – 13, გურია – 32, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 7 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, 8 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა, 4 – იმერეთში, 2 – აჭარაში.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი და მათმა საერთო რაოდენობამ 11 370 შეადგინა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 692 აქტიური შემთხვევაა, მათგან კლინიკებში 3 832 პაციენტი მკურნალობს – თბილისში 1969, აჭარაში 657.

401 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 117 პაციენტი. კოვოდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 249 ადამიანი, ბინაზე მკურნალობს 12 611 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0