საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, კლინიკა „ჯერარსში" კორონავირუსის გართულებით ექიმი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

კლინიკის ინფორმაციით, მედიცინის მუშაკი მათი თანამშრომელი არ არის, ის ერთ-ერთი რეგიონიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმია. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმშია 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0