თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 928-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს. თბილისში 788 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინდელთან შედარებით ნაკლებია (1034), განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველოში ფიქსირდება 17 437 აქტიური ინფიცირებული შემთხვევა. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში.
რეგიონი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები |
თბილისი | 788 |
აჭარა | 551 |
იმერეთი | 245 |
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში | 93 |
ქვემო ქართლი | 87 |
კახეთი | 42 |
გურია | 35 |
შიდა ქართლი | 33 |
სამცხე-ჯავახეთი | 27 |
მცხეთა-მთიანეთი | 20 |
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი | 7 |
სიჭინავას თქმით, საქართველოს მასშტაბით ბინაზე 11 403 ადამიანი მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 868, აჭარაში - 2 059. სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადმოყვანილია 8 296 პირი.
პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში 28 431 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება, ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.