საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიმედმუშაკი
მედმუშაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1928-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 28431-ს მიაღწია.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 201-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1928-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0