06:30 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
76 0 0

ინფიცირებული პატიმრები გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსი დაუდასტურდა N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს, იუწყება სპეციალიური პენიტენციური სამსახური.

პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.

სამსახურის ცნობით, 23 ოქტომბერს N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30 პატიმარმა PCR ტესტირება გაიარა და ორის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო, მათ შორის ორი ინფიცირებული პატიმრის თანამესაკნეების (სულ ოთხი პირი).  ოთხივე თანამესაკნე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები, სადაც 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი ე.წ. მიმღებ დაწესებულებაში (N8 დაწესებულება) გადაყვანა.

პატიმრები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დაწესებულებაში 2020 წლის 11 და 12 ოქტომბერს მოათავსეს. ისინი N8 დაწესებულების საკარანტინო-სივრცეში როგორც ახალდაკავებული პატიმრები იყვნენ განთავსებულები.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ამასთან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.

საკანს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები