Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ჭაჭუას უჩვეულო დილა – სექსუალური ქორეოგრაფის თვალწარმტაცი ვიდეო

© courtesy of Salome Chachuaსალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოცეკვავის ვიდეოები გულგრილს არავის ტოვებს. სალომე ჭაჭუა სოციალურ ქსელსა და რეალურ ცხოვრებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნახეთ ტელესახის უახლესი Insta-ვიდეო.

მოცეკვავემ საკუთარ გვერდზე რამდენიმე შთამბეჭდავი ვიდეო გამოაქვეყნა. ასე გამოიყურება ენერგიული ქორეოგრაფის დილა. სალომე ჭაჭუა გაოცებას ყოველთვის იწვევს. უფრო ადრე მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშინა.

View this post on Instagram

Thursday mood ☕️🍫 #positivevibesonly #stretching anywhere #latindancer #salomechachua #georgiannature

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

მოცეკვავემ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აივნის მოაჯირზე „შპაგატში“ ჩამჯდარი ყავას მიირთმევს. ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სალომეს ამ ვიდეოზე ცნობილი მსახიობის ვან დამის „შპაგატიც“ კი გაახსენდა. არც უკანასკნელი ვიდეოგადაღება აღმოჩნდა გამონაკლისი.

View this post on Instagram

#meandmonday #streetstyle #stretchingtime #salomechachua #georgian @starshoptbilisi

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

„ეს პლასტიკაზე ბევრად მეტია...“ – წერენ სალომეს გვერდზე. აღნიშნულ ვიდეოზე სალომე რამდენიმე თავბრუდამხვევ ილეთს ასრულებს. ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათმა ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი მორიგი ჭორები უკვე წყვილის დაშორებას მოჰყვა.

View this post on Instagram

#sundaymood☀️ #meandsky #intheairtonight #salomechachua #georgian

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.

ყველა ახალი ამბავი
0