Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნატალია ყიფშიძის სექსუალური ფოტოსესია – პიკანტური ფოტოები გაგაოცებთ

© photo: nataliakipshidze / Instagramნატალია ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელის ქალიშვილი თავადაც ჩაერთო სამოდელო ინდუსტრიაში. კრისტი ყიფშიძის ერთადერთი შვილი დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა. ნახეთ ულამაზესი გოგონას უახლესი ფოტოსესია.

ცნობილი მშობლების ერთადერთი საერთო ქალიშვილი იმიჯის ცვლილებებს არ უშინდება. მის თითოეულ ნაბიჯს დედა მკაცრად აკონტროლებს, თუმცა ნატალია ჰყვება, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივარი მაინც კრისტია. მიუხედავად იმისა, რომ ნატალია მამასთან ერთად აღარ ცხოვრობს, მათი ურთიერთობა უფრო გულისხმიერი გახდა.

View this post on Instagram

📸 @lekolevani

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

გიორგი ყიფშიძეს ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინა. უფროსი ქალიშვილი პატარა კოსმოს განსაკუთრებული სიყვარულით უვლის. ნატალია აღნიშნავს, რომ მამასთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. უკვე რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში პიკანტური და გამომწვევი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება. თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და დიდ მოწონებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ მსახიობების ოჯახში გაზრდილი ნატალია სულ სხვა სფეროში აღმოჩნდა. ის შეყვარებულის პროფესიით დაინტერესდა და GIPA-ში ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.

View this post on Instagram

📸 @lekolevani

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. Instagram-ის ოფიციალური გვერდზე ნატალიას 42 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რომლებიც მოდელისა და მსახიობის ქალიშვილს კომპლიმენტებით ავსებენ.

View this post on Instagram

📸 @lekolevani

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

ნატალია, თავის მხრივ, თანატოლებისთვის სამაგალითო გოგონად იქცა. თანამედროვე სტილითა და სითამამით გამორჩეული – ასე აფასებენ მას მისი მეგობრები. ნატალიამ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ ახალი, შავ-თეთრი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალურ ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა.

ყველა ახალი ამბავი
0