საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა თანამდებობა დატოვა

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მდივნის არჩევნები 30 ოქტომბერს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე გაიმართება. კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეების პალატის თავმჯდომარედ აირჩია.

კანონმდებლობის მიხედვით, ეს თანამდებობა იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუსაბამოა, შესაბამისად, მიქაუტაძემ დაკავებული თანამდებობა ამ მიზეზის გამო დატოვა.

თემიდა –მართლმსაჯულების ღმერთი - Sputnik საქართველო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

იუსტიციის საბჭოს ახალი მდივნის არჩევნები 30 ოქტომბერს მოსამართლეთა 28-ე რიგგარეშე კონფერენციაზე გაიმართება.

მიქაუტაძე მდივნის თანამდებობაზე 2017 წლის 24 ივნისს აირჩიეს.

გიორგი მიქაუტაძე, სანამ 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდებოდა, ოთხი წლის განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ის 2016 წლის მარტში დაინიშნა, ხოლო 2017 წლის აპრილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის ყველა პროცესს აკონტროლებს. საბჭოს კომპეტენციაში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის მოსამართლეების საერთო სასამართლოებში დანიშვნის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და დისციპლინის შეფასების საკითხები.

ყველა ახალი ამბავი
0