საქართველოში 25 ოქტომბერს გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა ჩამოვა

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ადრე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, თუმცა გრიპის ვირუსი და სხვა კორონავირუსები არ ფიქსირდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის აქტიური პერიოდი ოქტომბერი–ნოემბერი იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

ტესტირება კოვიდზე - Sputnik საქართველო
იქნება თუ არა ამ სეზონზე საქართველოში გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი

გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად, შემოდგომაზე, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა. ეპიდემიოლოგი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე თან სეზონური გრიპებიც დაერთვება.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათიდან განაწილდება. პირველ რიგში მოხდება კონკრეტული კონტინგენტის აცრა: 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტით დაავადებული ადამიანები ასაკის განურჩევლად, სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ და C ჰეპატიტით დაავადებული პირები და ა.შ.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში უკვე შემოსულია 25 ათასი დოზა – ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინა, რომელიც უკვე განაწილებულია თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს ჯამში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი დადებული, და დანარჩენი 110 ათასი დოზა ქვეყანაში ნოემბრის შუა რიცხვებამდე შემოვა. კერძოდ, 77 ათასი დოზა მიმდინარე კვირის ბოლომდე, 23 ათასი დოზა კი ნოემბრის დასაწყისში. 
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებს ამ ეტაპზე საქართველოში: გამყრელიძის განმარტება

როგორც ადრე გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, თუმცა გრიპის ვირუსი და სხვა კორონავირუსები არ ფიქსირდება.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0