10:16 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2607)
125 0 0

„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, იგი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო აქტივობებს წყვეტს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნული ინფორმაცია პოლიტიკოსის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

ჯაფარიძის განცხადებით, რაც შეეხება ოჯახის დანარჩენ წევრებს, მათ PCR-ტესტი ჩაუტარდათ და ვირუსი არც ერთ მათგანს არ გამოუვლინდა. ამ დროისათვის ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული.

„კოსტას, უმცროს შვილს მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. სამი დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, – დაწერა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო აქტივობებს წყვეტს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებს.

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა 178 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2607)

მთავარი თემები