გახარია: თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება შემცირდება

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

ლაბორატორია  - Sputnik საქართველო
დადგინდა COVID-19-ის აგრესიულობის მიზეზი და მკურნალობის ახალი მეთოდი

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება და ამიტომ ყველა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა, დაიცვას რეკომენდაციები, რომელთა შორის უმთავრესია პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების შესრულება.

„დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ეტაპზე გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური ინსტრუმენტი არაფერია, ვიდრე პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და დიდ ზიანს მიაყენებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე მოქალაქეებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0