Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძის ახალგაზრდა მშობლები – დიზაინერი რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ დიზაინერს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. ნახეთ როგორ გამოიყურებიან ანუკი არეშიძის დედ-მამა კახეთის სახლის ფონზე.

ცნობილი დიზაინერი სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. მისი კონტენტი საინტერესო და შემოქმედებითი თემატიკითაა შევსებული. ცოტა ხნის წინ დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ მშობლების რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა.

ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა – ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, დედა კი ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგია.

View this post on Instagram

Mom,Dad and My Son Disneyland August ,2018

A post shared by Anouki Areshidze (@anoukigoldvibes) on

აჭარაში კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ანუკი არეშიძის დედის ირგვლივ ხმაური ატყდა. ამბობდნენ, რომ მედპერსონალის შეხვედრის დროს ანუკი არეშიძის დედა ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირებისა და სასტუმროს ჩაკეტვის შემდეგ ის სასტუმროდან გამოიყვანეს. ეს ჭორი ჭორადვე დარჩა.

ანუკიმ მასმედიასთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მშობლების სიყვარული მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მაგალითია.

View this post on Instagram

Grandchild and Grandfather ,Italy 2017

A post shared by Anouki Areshidze (@anoukigoldvibes) on

მიუხედავად იმისა, რომ ანუკი არეშიძის მშობლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებენ, ანუკი მათ სურათებს ხშირად აქვეყნებს. პანდემიამდე სხვადასხვა ქვეყანაში ბადრი და ნინო სიძესთან და ქალიშვილთან ერთად ხშირად მოგზაურობდნენ. ახალგაზრდა ბაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა ლევან კალაძესთან, კახისა და ანუკის უფროს ვაჟთან ჩამოუყალიბდა.

უახლესი სურათი ანუკიმ აგარაკიდან გამოაქვეყნა. ყველასათვის ცნობილია, რომ დიზაინერის მამას ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ყველას ახსოვს ცნობილი დიზაინერის პოსტი, სადაც წერდა, რომ მამამისმა ბანანი მოიყვანა. ანუკი არეშიძე მამის ჰობით თავადაც დაინტერესდა და სოფელში ჩასვლისთანავე მისი სოციალური ქსელი ფერმერობის ამსახველი ფოტოებით აჭრელდა. „მამაჩემმა ბანანის მოსავალი მიიღო. მოსავალი შეიძლება დიდი სიტყვაა ამ პაწაწინა არსებებისთვის, მაგრამ ეს თბილისში მოხდა და თან ასეთი რაოდენობა დიდი შრომის ფონზე. 8 წელია ამ უგემრიელეს ხეს უვლის“, – წერდა ანუკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0