საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

© AP Photo / Emrah Gurelკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 178-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა – 178, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0