მარტყოფის სკოლაში კორონავირუსი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაუდასტურდათ

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის №2 საჯარო სკოლის 10 პედაგოგს და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სკოლაში სასწავლო პროცესი 30 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. 

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
საქართველოს მასშტაბით კიდევ 5 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

1 ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში I–VI კლასის მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდა, ხოლო VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა.

შეზღუდვები უცვლელი დარჩა აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დადასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა 14 კი გარდაიცვალა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0