შსს COVID-19-ის პრევენციის მიზნით ბაზრებსა და ბაზრობებზე მონიტორინგს ახორციელებს

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBპოლიცია ბაზარში პირბადეების ტარებას აკონტროლებს
პოლიცია ბაზარში პირბადეების ტარებას აკონტროლებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 21 ათასს გადასცდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. შსს-ს თანამშრომლები COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პატრულირება დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე ბაზრობების ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კერძოდ, სამართალდამცველები ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე შიდა პერიმეტრზე – სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადის სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

პოლიცია მეტროს მგზავრების შემოწმებას აგრძელებს - Sputnik საქართველო
პოლიცია მეტროს მგზავრების შემოწმებას აგრძელებს: დაიცავით კოვიდუსაფრთხოების წესები!

საქართველოს ყველა სასურსათო ბაზარსა და ბაზრობაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მუშაობის განსაკუთრებული წესებია შემოღებული, რაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას ემსახურება. მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ პირბადე, ხელთათმანები და მუშაობის დაწყების წინ გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს ყველაფერი დირექციამ წერილობით უნდა დაადასტუროს. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა როგორც მომხმარებლებს, ისე მოვაჭრეებს შორის.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. უკვე რამდენიმე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0