სამშობლოში კარანტინის გარეშე: საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის კარანტინის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის. აღნიშნული პირები საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ რვადღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. უახლოეს პერიოდში უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
კარანტინი და არჩევნები: კენჭისყრაში მონაწილეობას ყველა შეძლებს

დღეისათვის კარანტინის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის. აღნიშნული პირები საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ რვადღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან. საკარანტინო სივრცის დატოვებამდე კი მათ კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთონ.

„ისინი ქვეყანაში შემოსვლას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში შეძლებენ, და ამის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავლენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება უკვე მოვამზადეთ და იგი ძალაში ხვალიდან შევა“, – განაცხადა თურნავამ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ტესტის პასუხის წარმოდგენას ვერ მოახერხებენ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

თურნავას თქმით, ეს პოზიტიური ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის უფრო მეტად გააქტიურებას და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას.

ყველა ახალი ამბავი
0