18:59 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2498)
609 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ექიმი ზურაბ ქუმსიაშვილი სტუდია „ალგორითმის“ გადაცემაში „პოლიტიკური ბარი“ მოსახლეობას მარტივ ხერხს ასწავლის, თუ როგორ შეიძლება გავიგოთ – გვაქვს თუ არა კორონავირუსის ნიშნები.

ექიმის თქმით, ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ ჩინეთშიც და ეს არის უმარტივესი მეთოდი, რომლითაც დაახლოებით მაინც გავიგებთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი. ექსპერიმენტის რამდენჯერმე წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ ტესტი.

ექსპერიმენტი მარტივი შესასრულებელია.

„ჩაისუნთქეთ ჰაერი 15 წამის განმავლობაში და შეიკავეთ სუნთქვა. თუ თქვენ ამ დროის განმავლობაში არ დაგახველათ, ე.ი. ჯანმრთელი ხართ. ხოლო თუ დაგახველათ, გაიმეორეთ ექსპერიმენტი კიდევ რამდენჯერმე. თუ წარუმატებლად დასრულდა მცდელობა, სასწრაფოდ გაესინჯეთ ექიმს“, – ამბობს ექიმი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2498)

მთავარი თემები