05:08 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2564)
60 0 0

მიხეილ ფეიქრიშვილის განმარტებით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, უცნობია ასევე ინფიცირების წყარო.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მრჩეველს მიშა ფეიქრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ფეიქრიშვილის განცხადებით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, უცნობია ასევე ინფიცირების წყარო. იგი მკურნალობის კურსს სახლში გადის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ადგილზე მომიწია ყოფნა, თავის დაზღვევის მიზნით ჩავიტარე PCR-ტესტი, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. პროცესი მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ. ინფიცირების წყაროსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. მაქსიმალურად ვითვალისწინებდი დაწესებულ ყველა რეგულაციას", – განაცხადა მიხეილ ფეიქრიშვილმა. 

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდათ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგველაშვილს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანსაც.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2564)

მთავარი თემები