თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ–კლინიკად გადაკეთდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე არც ერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 20 ოქტომბრიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა უკვე ოთხნიშნა რიცხვს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა, აქედან თბილისში ინფიცირების 425 შემთხვევა დაფიქსირდა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე არც ერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად დაიცალა და კვლავ კოვიდ–ცენტრად გადავკეთდით. მივიღებთ მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებს და მათი მკურნალობის მხრივ, ალბათ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება. მსუბუქი სიმპტომების პაციენტების მკურნალობა კოვიდ–სასტუმროებშიც შესაძლებელია, კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება – იმუშაონ საშუალო და მძიმე პაციენტებთან“, – განაცხადა ტაბიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

 

ყველა ახალი ამბავი
0