Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გოგიჩას ქუჩის ფერები“ – ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

© Photo: Nini Gogichaishvili / FBნანუკა გოგიჩაიშვილი, ნათია ბანძელაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნინი გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნათია ბანძელაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 ივლისის შემდეგ გოგიჩაიშვილების დიდ ოჯახში უჩვეულო სიჩუმე გამეფდა. ერთი წლის წინ გიორგი გოგიჩაიშვილი (გოგიჩა) ბრძოლის მიუხედავად გარდაიცვალა. მისი ქალიშვილები ემოციური პოსტების გამოქვეყნებას და მამის გახსენებას არ წყვეტენ.

 თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. „ჩემი მამა… ყველაზე კეთილი, თბილი და ტკბილი. მიყვარხარ უზომოდ, მეამაყები და მეიმედები! მიხარია შენი ნაწილი რომ ვარ და შენი იდეოლოგიის, სიკეთის და ადამიანობის მატარებელი! მიხარია ის დრო, რაც გვაჩუქე და მადლიერი ვარ ყოველი წამის! ჩემი სიამაყე ხარ, არ მინდა იმედი გაგიცრუო... (ჩემი თაფლის ხმიანი მამა)“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

View this post on Instagram

@nanukagogicha @ninigogicha @natiabandzika

A post shared by Ninigogicha👸&nanukagogicha👸 (@nininanuka_fans) on

ეს გულისამაჩუყებელი პოსტი გოგიჩას უფროსმა ქალიშვილმა ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. ნანუკას და ნინის მამა ყოველ ჯერზე უფრო მეტად ენატრებათ. გარდაცვლილ მამას კი სოციალურ ქსელში ემოციურ სიტყვებს უძღვნიან და თითქოს საზოგადოების გამხნევებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ გოგიჩა სადღაც მათთან ახლოს არის.

ოქროსფერი შემოდგომის ფოტო ნანუკა გოგიჩაიშვილმა გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, გარდაცვლილ მსახიობს ძალიან უყვარდა წლის ეს პერიოდი. „გოგიჩას ქუჩის ფერები... პატარა მამას ფერები, როგორც ეს დედამ თქვა“, – ამ წარწერით მოდელმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო.

მისი თქმით, მთელი ბავშვობა იტანჯებოდა მამის გადამეტებული სიყვარულით და ყოველ ღამით კოშმარებს ხედავდა, რომ მამას ართმევდნენ, კლავდნენ, ხოლო გამოღვიძებისას ეუბნებოდნენ, რომ ეს სიზმრები იმას ნიშნავდა, რომ მამა დიდხანს იცოცხლებდა.

 

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2019 წლის ივლისში, 51 წლის ასაკში დაიღუპა. ბოლო წლებში მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.

ყველა ახალი ამბავი
0