20:04 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2185)
144 0 0

ინფექციონისტი მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს, რადგან ექიმებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა რეგულაციების შეუსრულებლობის შედეგია, აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.

კლინიკის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, სახელმწიფოს და ექიმებს.

„თბილისში ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების დაუცველობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და მთელ საქართველოს, დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა... ეს საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა. უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. ძალიან სერიოზული ვითარებაა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

რაც შეეხება ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილ 8 პაციენტს, ცნობილია, რომ სამი მათგანი გარდაიცვალა აჭარაში, ხოლო ერთი თერჯოლაში მკურნალობდა. ეს იყო 71 წლის ქალი და მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, ის სამეგრელოდან კლინიკა „თერჯოლამედში“ მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2185)

მთავარი თემები