02:42 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2249)
60 0 0

ეპიდვითარება საგანგაშოა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა, აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი

თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ იქნება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ენდელაძის თქმის, კოვიდინფიცირებულებს შორის ბევრია მსუბუქი შემთხვევა, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ. სტაციონარში კი მხოლოდ ის პაციენტები მოთავსდებიან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.

„ის პაციენტები, რომელთა მოთავსებაც იქნება აუცილებელი, მოთავსდებიან. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ დაიცვან რეგულაციები და ამბობს, რომ ეპიდვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა და საჭიროა გაფრთხილება.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 136-მდე გაიზარდა.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2249)

მთავარი თემები