03:40 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2106)
185 0 0

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევბის რაოდენობით კვლავ ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის აჭარა. მესამე ადგილი იმერეთის რეგიონმა დაიკავა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: სამეგრელო-ზემო სვანეთში – 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამხე ჯავახეთში -14, მცხეთა მთიანეთში – 13, კახეთში – 11.

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა და ბოლო დრომდე ლიდერობას ინარჩუნებდა. ეპიდემიოლოგებმა რეგიონს „წითელი ზონა“ სექტემბერში უწოდეს – კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ყოველდღიურად სამნიშნა რიცხვს აღწევს. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა თბილისმა აჭარას ლიდერობა წაართვა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2106)

მთავარი თემები