საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 128-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ჯერჯერობით გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0