10:28 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2186)
53 0 0

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ გუშინ მოუწოდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ მომსახურების ყველა ცენტრი დისტანციურ მუშაობაზე გადადის, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. ეპიდემილოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა აჭარა, რომელიც „წითელი ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს, იმერეთის რეგიონი და თბილისი, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – გუშინ 366 შემთხვევა დადასტურდა, დღეს კი 227.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ გუშინ მოუწოდა.

„ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის მომატებული შემთხვევების გამო კომპანია „თბილისი ენერჯი“ ითვალისწინებს ინფექციონისტების და მთავრობის რეკომენდაციებს. მოსახლეობის, კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მეტი უსაფრთხოებისთვის „თბილისი ენერჯის“ მომსახურების ყველა ცენტრი იმუშავებს დისტანციურად“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აბონენტებმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მომსახურების მისაღებად უნდა დარეკონ კომპანიის „ცხელ ხაზზე“ 2 40 40 04, ან შეტყობინება გაგზავნონ კომპანიის Facebook-გვერდზე, ან „თბილისი ენერჯის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.te.ge. ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში კი მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სწრაფი რეაგირების სამსახურს ნომერზე 114.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 15327-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა 124 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2186)

მთავარი თემები