Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბედნიერი 7 წელი“ – როგორ მიულოცა ნინა სუბლატმა კომპოზიტორ მეუღლეს ქორწინების იუბილე?

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა სუბლატმა ქმარს თანაცხოვრების 7 წელი მოკრძალებულად მიულოცა. ნახეთ რა ფოტო გამოაქვეყნა ახალბედა დედამ.

მუსიკოსების – ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში ცოტა ხნის წინ პატარა გაჩნდა. პოპულარული არტისტები მშობლები გახდნენ. შვიდწლიანი ურთიერთობა ალექსანდრეს დაბადებით დააგვირგვინეს. ნინა სუბლატმა ეს ბედნიერება რამდენიმე თვის წინ გაამხილა. მომღერალს ფეხმძიმობა განსაკუთრებით უხდებოდა, ახლა კი დედობა ამშვენებს.

View this post on Instagram

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი მზრუნველი დედა გახდა და მას შვილის აღზრდაში მეუღლეც ეხმარება. მის თითოეული ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი.

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით.

View this post on Instagram

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი და გიორგი შამანაური ახალ კომპოზიციებზე ერთობლივად მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0