17:08 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (337)
82 0 0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 19 ოქტომბრიდან სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები 19 ოქტომბრიდან ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს აუდიტორიებში, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩაატარებენ, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში. 

რაც შეეხება სწავლის თეორიულ ნაწილს, აღნიშნულ ქალაქებში ისინი დისტანციურად ჩატარდება. უნივერსიტეტები სტუდენტებს თავად მიაწვდიან ინფორმაციას სასწავლო პროცესის განრიგის შესახებ.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში უნივერსიტეტები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ.

გორში, თელავსა და ახალციხეში უნივერსიტეტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

უკვე ცნობილია, რომ თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლის ჰიბრიდული მოდელი აირჩია. კერძოდ, 19 ოქტომბრიდან თეორიული მეცადინეობები დისტანციურად, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები კი აუდიტორიებში ჩატარდება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 19 ოქტომბრიდან სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – დღეს 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად ეპიდვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა არ გეგმავს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში  ინფიცირებულთა რაოდენობამ 15327-ს მიაღწია,  ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა – 124.

თემები:
განათლება საქართველოში (337)

მთავარი თემები