00:52 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
75 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 887-ით გაიზარდა და 15327-ს მიაღწია.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 124-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ჯერჯერობით გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 887-ით გაიზარდა და 15327-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა – 124, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1090 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები