10:58 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1782)
55 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თეთრი ხევის დასახლების, ჩანტლაძის და აბზიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ათონელის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სანაპიროს და ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1782)

მთავარი თემები