09:15 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2106)
139 0 0

ქართული საფეხბურთო კლუბი, რომლის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა, კარანტინს შეკვეთილის ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის „გურია“ 12-დღიან კარანტინში გადადის - კლუბის ერთ-ერთ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

ინფორმაციას ადასტურებს კლუბის სპორტული დირექტორი გიგა სურმავა.

„გადავდივართ 12-დღიან კარანტინში. ჩვენმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ამ საღამოს მიიღო კვლევის შედეგი და ის დადებითია. მანამდე COVID-19 მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა. ველოდებით ტრანსპორტს. როგორც გვითხრეს, კარანტინს შეკვეთილში განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში გავივლით“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ სპორტულმა დირექტორმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

2020 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა.

სექტემბრის დასაწყისიდან  ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. ბოლო 24 საათში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა –  919, გუშინ ეს მაჩვენებელი 680 იყო.

15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 14440-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2106)

მთავარი თემები