მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ძაღლი „ბაზუ“ სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალომე ბოლო პერიოდში მის გარეშე არსად დადის და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ მასთან ერთად აქვეყნებს ფოტოებსა, თუ ვიდეოებს. ამჯერად ახალ ვიდეოს სალომემ „მე და სიყვარული“ დააწერა და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო. ვიდეოში სალომე და „ბაზუ“ ლისის ტბის ფონზე ჩანან, სადაც მოცეკვავე, სავარაუდოდ, ძაღლს ყოველდღე ასეირნებს.
View this post on Instagramმე და სიყვარული ❤️🐶❤️ #saloandbazu❤️ #myvanillaprince #mypuppy #salomechachua
სალომე იურისტების ოჯახში გაიზარდა. მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლად იქცა. პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. სცენის მიღმა კლასიკურ სტილს, საღამოს კაბებსა თუ სპორტულ ტანისამოსს ერთნაირი წარმატებით ირგებს.
View this post on Instagram❤️LOVE 🐶🐱 #saloandbazu❤️ #myeverything #mylove❤️ #mostbeautifull #myboy #salomechachua
სალომე ჭაჭუა სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი უჩვეულო ქორეოგრაფია ცეკვის მოყვარულების ყურადღებას იქცევს. მოცეკვავის სკოლაში უპრეცედენტო რაოდენობის მოსწავლეები დადიან. მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოლო სეზონზე სალომე არ გამოჩენილა. მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ სალომე ბეირუთში ანალოგიურ შოუში მიიწვიეს. იქ ის ზაფხულიდან შემოდგომამდე დარჩა, პარალელურად კი პატარა მოსწავლეებს თბილისში აკითხავდა.
View this post on Instagram📸🤤👉 @monvelli.al @salislab #shooting #monvelli #women #passion #salomechachua
ზაფხულში ცნობილი მოცეკვავე 30 წლის გახდა. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს.