03:30 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
139 0 0

მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსი დაძლიეს, სთხოვენ პლაზმის ჩაბარებას, რომელიც კორონავირუსის გამანეიტრალებელ დამცავ ანტისხეულებს შეიცავს

თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ახლადინფიცირებულთა სამკურნალოდ პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

საქართველოში კორონავირუსი უკვე 7 159 ადამიანმა დაამარცხა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.

„პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში და ყველა მათგანი გადარჩა. ამას ვიყენებთ იმისათვის, რომ დონორები არ გვყავს. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

ცერცვაძემ ადრე განაცხადა, რომ პლაზმა შეიცავს დამცავ მანეიტრალებელ ანტისხეულებს, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ორგანიზმში ვირუსის განეიტრალება შეუძლიათ.

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 362 პაციენტი მკურნალობს.

პირველი შემთხვევის გამოვლენიდან კორონავირუსით ინფიცირების 13 521 შემთხვევა გამოვლინდა. ამ პერიოდში ამ ვირუსს 109 ადამიანი ემსხვერპლა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები