10:39 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2187)
86 0 0

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ინფექცია 150 ადამიანს დაუდასტურდა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ კვიცარიძეს გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა, მან PCR–ტესტი ჩაიტარა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა მიმდინარეობს.

საკრებულოს პრეს-სამსახურის განცხადებით, დეპუტატი ბოლო დღეებში საკრებულოში არ გამოჩენილა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ინფექცია 150 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 680-ით გაიზარდა და 13521-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7159 ადამიანი, გარდაიცვალა - 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2187)

მთავარი თემები