Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძე 2 წლის ასაკში – მომღერალმა ბავშვობის აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო ნიჟარაძის ბუნებრივ სილამაზეში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. ბავშვობის ფოტოსურათები მომღერალმა თავად გამოაქვეყნა. ნახეთ რა ლამაზი ბავშვი იყო ცნობილი მომღერალი.

ულამაზესი სოფო ნიჟარაძე სელებრითებს შორის ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა. მისი ბავშვობის, თინეიჯერობისა და კარიერის დასაწყისში გადაღებული ფოტოები ხშირად ვრცელდება და დიდ ყურადღებას იპყრობს. თუმცა, საზოგადოებას მისი სკანდალური ცხოვრება მეტად აინტერესებს. სოფო ნიჟარაძის კარიერა ინტრიგების ფონზე ვითარდებოდა. ამ ინტრიგებსა და ჭორ-მართალს მომღერალი არასდროს პასუხობდა.

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის, ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ოჯახის წევრებთან ერთად ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავს მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე უკვე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავს.

View this post on Instagram

@natatotato 📸❤️ @datunasulikashvili 💃🏻🥰

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი კვლავინდებურად დუმს. სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია.

ყველა ახალი ამბავი
0